“გამოძიების კითხვებს პასუხი გავეცი. მათთვის ახალი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, რადგან რა ინფორმაციასაც ვფლობ, გამოძიებისთვის მიწოდებული მაქვს. ეს ფოტოები პირდაპირ ეთერში ვნახე და ინფორმაცია მიხეილ რამიშვილისგან მივიღე. ასევე ვიცოდი, რომ მიხეილ რამიშვილს ჰყავდა წყარო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ფოტოების ავთენტურობაზე. დღეს გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო. ვფიქრობ, ეს დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო.”
ეკა ქობესაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, დღეს 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.
გამოძიებას კითხვები მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აქვს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.