მთავარი ციტატა

“დადონ სატელიტის თავისი სურათები და ყველანი გავჩუმდებით, მთელი საქართველოც დადუმდება”- ბაჩალიაშვილის დედა

“მეტი რა უნდათ, თუ სხვა რამეს ეძებენ შარს, რომ საქმეს ჩამოშორონ რამიშვილი, არ ვიცი. აქ სხვა რამე ვერ ვხედავ. ყველაფერს აყალბებენ, აქამდეც რომ მოვედით, რამიშვილის დამსახურებით მოვედით. აქამდეც ცდილობდნენ რამიშვილის ჩამოცილებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. დადონ თავისი სატელიტის სურათები, მოიძონ და დადონ და ყველანი გავჩუმდებით, მეც, რამიშვილიც, დავითიც და მთელი საქართველოც დადუმდება.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა

“დღია ამბები”

ამის შესახებ თამაზაშვილმა პროკურატურის მიერ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამაზაშვილის თქმით, პროკურატურა ორმაგი სტანდარტებით მუშაობს და არჩევნების შემდეგ თუ ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ გამოაქვეყნებენ ექსპერტიზის რეალურ პასუხებს. 

ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა.

იტვირთბა....