“ცალსახად უნდა ვთქვათ რომ, რაც უფრო მეტი პაციენტი დაგვიგროვდება, შესაძლო ანალიზების დაგვიანება, შესაძლო განაწილებისა და ტრიაჟის პრობლემა, შესაძლო სტაციონარული მართვაში დაშვებული ხარვეზები, უფრო მეტი დაგვიგროვდება. ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ათიათასობით ადამიანს, იმიტომ რომ ამას ვერ გაუძლო ძალიან განვითარებულმა და ორგანიზებულმა ჯანდაცვის სისტემებმა.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.
ამის შესახებ მან “დღის კურიერში” ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 80 წლის ქალი და 67 წლის მამაკაცი არიან.