მსოფლიო

“ალ-ქაიდას” ლიდერი მუსლიმ დაჯგუფებებს ბრძოლისკენ მოუწოდებს

ტერორისტული ორგანიზააცია “ალ ქაიდას” ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი, მუსლიმ დაჯგუფებებს  რუსეთისა  და  დასავლეთის წინააღმდეგ  ბრძოლისკენ მოუწოდებს, რაც სირიასა და ერაყში საჰაერო ოპერაციების წარმოებას უკავშირდება. მორიგი მოწოდებები აუდიო მასალის სახით ინტერნეტით გავრცელდა. მისი ჩაწერის ადგილი უცნობია.

აიმან ალ ზავაჰირი რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მტრად ირანსა და ჰესბოლასაც მოიაზრებს. იგი მხარდამჭერებს მოუწოდებს შიდა დაპირისპირება შეწყვიტონ და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ.

ჩანაწერი სავარაუდოდ მას შემდეგ არის გაკეთებული, რაც სირიის კონფლიქტში რუსული ავიაცია ჩაერთო. სირიაში რუსული ავიაციის გამოჩენის შემდეგ, რუსეთს “ჯიჰადი” რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომაც” გამოუცხადა.

 

იტვირთბა....