ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისში მიკროსაფინანსოდან ნახევარი მილიონი ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს

ქუთაისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესიდან” ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

როგორც ირკვევა, უცნობი პირები ორგანიზაციაში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან მოხვდნენ.

კორპუსის მაცხოვრებლის განცხადებით, სარდაფის ჭერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იატაკი საერთოა. “სავარაუდოდ, გამოტეხეს ჭერი და ასე მოხვდნენ შენობაში”.

შსს მომხდარს ადასტურებს და ამბობს, რომ დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....