მსოფლიო

ჩინელებმა თავიანთი პირველი სამგზავრო თვითმფრინავი ააგეს

ჩინელებმა თავიანთი პირველი სამგზავრო თვითმფრინავი ააგეს

პირველი ჩინური სამგზავრო თვითმფრინავის ნიმუში ავიასამშენებლო კორპორაცია „სომასმა“ წარადგინა. ვიწროფუზელაჟიანი თვითმფრინავი С919 168-190 მგზავრზეა გათვლილი, ფრენის სიშორე კი 4075 კმ-ია. თვითმფრინავის პრეზენტაცია შანხაიში მოეწყო.

მოსალოდნელია, რომ С919 ისეთ ავიალაინერებს გაუწიოს კონკურენცია, როგორებიც Аirbus-320 და Boeing-737-ია.

ჩინური თვითმფრინავის პირველი ფრენა 2016 წელსაა დაგეგმილი. მერე კი, სამი წლის განმავლობაში აპარატის სხვადასხვა კვანძებს გამოცდიან და С919 მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვება კომერციულ ექსპლოატაციაში.

კორპორაცია „სომასმა“ ჩინური და უცხოური კომპანიებიდან უკვე 517 შეკვეთა მიიღო.

იტვირთბა....