“მიზანმიმართულად უნდათ ამ საქმის ჩაფარცხვა და ებრძვიან ადვოკატებს და არა მკვლელებს. მივმართავ შოთაძეს, შორს მაგის სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც ელოდება. აქციებს რადგან არ ვაანონსებ, არ ნიშნავს, რომ ან გადავიღალე, ან მეშინია. ჩემი მოყვარის მტერი, ჩემი მტერია. სატანისთვისაც რომ დამჭირდის სულის მიცემა, მივყიდი.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურის მიერ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.
დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა.