ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეს საშიში პრეცენდენტია პროკურატურის მხრიდან” – შაქარაშვილის საქმის ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ეხმიანება

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ეხმიანება.

როგორც გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის საქმიანობაში უხეში ჩარევა ხორციელდება.

მამულაშვილის თქმით, გამოძიების მიერ რამიშვილის ტელეფონის ჩამორთმევა და სრული ინფორმაციის ამოღება ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლას ემსახურება.

“კოლეგებს უკანონოდ მიგვაჩნია ადვოკატ – მიხეილ რამიშვილთან ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, მათ შორის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რითაც გაიცა ნებართვა ადვოკატის კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოღებასა და მასში არსებული ინფორმაციის გამოთხოვასა თუ დათვალიერებასთან დაკავშირებით;

ადგილზე მიღებული ინფორმაციით პროკურატურის მოთხოვნოთ ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ღამის საათებში დაიწყო განჩინების აღსრულება და ხდება ამ დრომდე ადვოკატის მობილურ ტელეფონში არსებული სრული ინფორმაციის ამოღება.. თუნდაც დავუშვათ, რომ დათვალიერება.. აღნიშნული მოქმედებებით ცალსაცად ხდება ადვოკატის საადვოკატო საქმიანობაში უხეში ჩარევა/ზეწოწა/ხელშეშლა. ასევე ხორციელდება ყოვლად უკანონოდ ადვოკატის ტელეფონში არსებული პერსონალური და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გაცნობა და დათვალიერება ან/და ამოღება..

ეს ქცევა საშიში პრეცენდენტია პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან, რომელსაც თითოეული ადვოკატისა და სრულიად ადვოკატთა კორპუსის მხრიდან უნდა მოჰყვეს სწრაფი და ხისტი პროტესტი და სამართლებრივი რეაგირება!!!<‘- წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა.

იტვირთბა....