ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის მომატებული შემთხვევები საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.
როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ჯერჯერობით საქართველო „მწვანე ზონაშია“, აჭარის გარდა.
“მართალია, მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ არ არის დრამატული მატება, ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.
ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, გახსნილია მე როგორც ვიცი 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება, კიდევ ხდება მათი დამატება, მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები, რომ შესაბამისად შეძლონ პაციენტების შეფასება.
ვფიქრობ, კარგად მოერევა ჩვენი ქვეყანა ამ საკითხს.
ჯერჯერობით საქართველო „მწვანე ზონაშია“, აჭარის გარდა”, – განაცხადა ენდელაძემ.