ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, 22-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 22-ე პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პაციენტი 67 წლის მამაკაცია და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაცს მძმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. მას კლინიკაში შესვლისას ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა ჰქონდა.

2020 წლის აგვისტოში მას გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღეს, 22 სექტემბერს  კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.  გარდაცვლილი პაციენტი ბათუმიდანაა და ის 80 წლის ქალბატონია.

იტვირთბა....