ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 574-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, დღეს ქვეყანაში კიდევ ორი პაციენტი გარადიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 22-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....