ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები შესრულდა

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.  ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

გზის სავალ ნაწილზე  2 700 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„თამარ მეფის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. მიმდინარე წელს, ტაბახმელაში  საგზაო ინფრასტრუქტურა ექვს  მისამართზე მოწესრიგდა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი  ბიუჯეტიდან 185 000 ლარი გამოიყო.

 

 

იტვირთბა....