ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის შედეგად გამოწვეული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მიერ დაანონსებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა არ შეჩერდება.
როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, ეკონომიკა არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში, Covid-19-ის გამო, მაგრამ ხელისუფლება დაპირებების ერთგული დარჩება.
„ჩვენ არც მიზნობრივ შეღავათებზე ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ ვცდილობთ არ დავაზარალოთ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონრები, რომლებსაც გაეზრდებათ პენსია მუდმივად და ახლა ეს კანონით არის გარანტირებული. არ დავაზარალოთ მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ვისაც ჩვენ ვუზრდით ხელფასებს, მიუხედავდ იმისა, რომ ვითარება მსოფლიოში შეიცვალა. ჩვენი ეკონომიკაც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში, კოვიდის გამო, მაგრამ ამ დაპირების ერთგულები ვართ და შევასრულებთ“. – თქვა თურნავამ.