aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“17 წლის ბავშვზე დედა 2 თვეზე მეტია ძალადობს, პოლიცია ჩართულია, ყოველგვარი შედეგის გარეშე” – ნინო ბოლქვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვაკე-საბურთალოს პოლიციის ოფიცერი, სალომე ქობალია 17 წლის ბავშვს, რომელზეც დედა ძალადობს, ეუბნება, რომ თუ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერს გამოსცემს პოლიცია დედას თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება” – ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი სადებუტატო კანდიდატი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, 17 სექტემბრის შემდეგ პოლიცია ჩართულია, ყოველგვარი შედეგის გარეშე.

“ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის 4-ე სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერი სალომე ქობალია 17 წლის ბავშვს, რომელზეც დედა 2 თვეზე მეტია ძალადობს, ეუბნება რომ თუ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერს გამოსცემს პოლიცია დედას თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. დედა ცოდო არისო. ბავშვის დედა და მისი დაქალები ამ დროს აწიოკებენ ბავშვს – კაცობა უნდა გამოიჩინოო და დედასა და მამას შორის კონფლიქტში დედას უნდა დაუდგე მხარშიო. ბავშვი აიძულეს სახლიდან გამოქცეულიყო. 17 სექტემბრის შემდეგ პოლიცია ჩართულია, ყოველგვარი შედეგის გარეშე”,- წერს ნინო ბოლქვაძე.

იტვირთბა....