„მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 33%-ის აზრით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში განათლება მნიშვნელოვნად გაუარესდა. 19% პროცენტი ფიქრობს, რომ მეტნაკლებად გაუარესდა, 22%-ის აზრით, იგივენაირი დარჩა, 5% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 12% კი მეტნაკლებად გაუმჯობესებულად მიიჩნევს.
ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოკითხა.