საბერძნეთში, ციკლონ “იონსოს” ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციკლონის შედეგად ასობით სახლი დაიტბორა. ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები მოგლიჯა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად უამინდობამ ათენის ჩრიდილოეთ მხარე დააზარალა.
ამ ეტაპისთვის, საბერძნეთის სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
ციკლონის სიჩქარემ 120 კმ/სთ შეადგინა.