aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა წყარო და ამავდროულად უარი განგვიცხადა გამოკითხვაზე” – პროკურორი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის ახალმა ფიგურანტმა, დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა ფოტომასალების წყარო და უარი განაცხადა გამოკითხვაზე – ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

„გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე. ამასთან ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია ელექტრონული ტექნიკა და შესაბამისად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ამასთან არის დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძემ არ დაასახელა წყარო და ამავდროულად უარი განგვიცხადა გამოკითხვაზე მოცემულ შემთხვევაში, რისთვისაც ხვალ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლის წინაშე მოხდეს აღნიშნული პირის დაკითხვა. ასევე იგეგმება თავად დავით ფურცხვანიძის ოფისთან მიმართებით რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ოპერატიულად განხორციელდება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად,  თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი  უნდა იყოს მედიკამენტოზური  ინტოქსიკაცია.

იტვირთბა....