ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ვიდეო) “ვიდეოში ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში შესაძლო თვითმკვლელობაზე” – პროკურორი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ 18 ივლისს პროგრამისტის გადაადგილების მარშრუტის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა.

ამასთან, როგორც პროკურორმა განაცხადა, ბაჩალიაშვილის საქმეში დევს ვიდეო, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს.

„დიახ, არსებობს ნამდვილად ასეთი ვიდეო და აუდიო მასალა. ეს საკმაოდ რთული სანახავია. გიდასტურებთ, რომ ამ ვიდეოში ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე”- აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედინინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად,  თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი  უნდა იყოს მედიკამენტოზური  ინტოქსიკაცია.

ამასთან, ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედინინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი ფოტოების ნამდვილობის დასამტკიცებლად ჩატარდა. პროკურორის  განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

 

 

იტვირთბა....