ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“Wizz Air”-ი ქუთაისიდან ფრენებს განაახლებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით  ფრენები აღდგება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ფრთხილად გააგრძელებს საჰაერო ფრენების აღდგენას ეპიდოლოგიური ვითარების და  ქვეყნის ეკონომიკური  მდგომარეობიდან გამომდინარე.

“ჩვენ, დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლო კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით. ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....