aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომელ საათზე უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს ბავშვი – ძილის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

Wilson-ის  სკოლის მასწავლებელმა, სტეისი კარლსენმა გამოაქვეყნა ცხრილი, რომელშიც, ასაკის მიხედვით, განსაზღვრულია, რომელ საათზე უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს ბავშვი.

ამ მონაცემებით, გაღვიძების ოპტიმალური დრო 6:00 საათიდან, 7:30 -მდეა, ამ შუალედში რომელ საათზეც გაიღვიძებს მოზარდი, სწორედ ამის მიხედვით უნდა აირჩეს დასაძინებლად დაწოლის დროც:

როგორც სურათზე ჩანს, აღნიშნული ცხრილი 5-დან 12 წლამდე ბავშვებს ეხებათ.

როგორც მასწავლებელი ამბობს, საკმარისი ძილი აუცილებელია ბავშვისთვის, რათა კონცენტრირდეს საგაკვეთილო თემაზე. ძილის შემდეგ მოდის სათანადო კვება.

აშშ-ის ძილის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია კი, თუ რა ასაკის ადამიანისთვის რა დროა საჭირო გამოსაძინებლად,  ასეთია.

ახალშობილი(0-3 თვე): 14-17 საათი;
ჩვილი (4-11 თვე): 12-15 საათი;
ბავშვი (1-2 წლის): 11-14 საათი;
სკოლამდელი ასაკის (3-5 წლის): 10-13 საათი;
სკოლის ასაკის (6-13 yწლის): 9-11 საათი;
თინეიჯერი (14-17წლის): 8-10 საათი;
18-25 წლის: 7-9 საათი;
26-64 წლის: 7-9 საათო;
65 წლის: 7-8 საათი.

წყარო: www.boredpanda.com

იტვირთბა....