ახალი ამბები მთავარი

ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციებს იწყებს

თამარ ხიდაშელი კი გამარჯვებას ზეიმობს

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა გამარჯვება უკვე იზეიმა. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატ ირმა ინაშვილს, იგი თავს გამრჯვებულად მიიჩნევს და ნოემბრიდან აქციების დაწყებით იმუქრება.

“სადაც  ხმას აძლევდნენ ჯარისკაცები, იქ არჩევნები გაყალბდა. თუ ჩვენი საჩივრები დაკმაყოფილებული იქნა, ეს არჩევნების შედეგზე გავლენას მოახდენს,“-  განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ შტაბის ხელმძღვანელმა.

ახლესი ინფორმაციის თანახმად: ნომერი 8 ირმა ინაშვილს აქვს 45.83% (6981 ხმა), თამარ ხიდაშელს 49.5 % (7540 ხმა).

„მეტრონომი“ ცესკოს დაუკავშირდა, როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჩვენთან საუბარში  განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა საჩივრებზე და ეს მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს. ზოგადად, არჩევნების საბოლოო შედეგი არჩევნების დასრულებიდან არაუგვიანეს 19 დღეში უნდა გამოცხადეს.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობის“ არჩევნების კოორდინატორ თამარ ბართაიას. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, მათი წარმომადგენლები მხოლოდ 24 უბანზე იყვნენ (სულ საგარეჯოში 50 უბანი იყო გახსნილი).

„ამჯერად ჩვენი ყველა საჩივარი საოლქოშია და როგორც ვიცი განხილვა დღეს დაიწყება“. აცხადებს ბართაია. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ერთადერთი უბანი, რომლის შედეგების გადამოწმებასაც „სამართლიანი არჩევნები“ ითხოვს, მუხროვანის  50 -ე სპეც უბანია. მე -13 უბანზე ხმის დათვლის შემდეგ, აქ  ერთი ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა.

2015  წლის 31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილში შულედური არჩევნები ჩატარდა. განსაკუთრებით მწვავე საგარეჯოში ჩატარებული არჩევნები გამოდგა, სადაც ერთმანეთს თამარ ჟვანია („ქართული ოცნება“) და ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) დაუპირისპირდნენ.

 

 

იტვირთბა....