“არჩევნების გადადება არმც და არმც არ განიხილება. როგორც გამოცხადებულია, არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ვადებში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი გარემო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასე რომ, არანაირი გადადება ან რაღაც სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება.”
დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ამის შესახებ ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.