აზერბაიჯანში, საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიამ “ახალმა აზერბაიჯანმა” 125-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვა.
ოპოზიციის ლიდერები ხმის მიცემის შედეგებს არასამართლიანად მიიჩნევენ, ვინაიდან ბევრ კანდიდატს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. თავის მხრივ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომელიც აზერბაიჯანის საპარალამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესში ხელისუფლების მხრიდან “მრავალ შეზღუდვას” შეეჯახა.
ოპოზიციის კანდიდატების მტკიცებით, მათ რეგისტრაციაზე ყოველგვარი ახსნის გარეშე განუცხადეს უარი. ეუთო-ს დამკვირვებელები კი აღნიშნავენ, რომ ხალხის დაშინება ხდებოდა.
შეგახსენებთ,7 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში 690 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის როგორც უპარტიოები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრები. გამარჯვებისთვის კანდიდატებს თავიანთ რაიონში ხმების უბრალო უმრავლესობის მოპოვება სჭირდებოდათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიიის ხელმძღვანელის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესში კომისიაში არ შესულა ინფორმაცია რამე ტიპის სერიოზულ დარღვევაზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე იმოქმედებს.