ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ეპიდემია უკონტროლოა, კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ უშველის” – გაეროს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ეპიდემია უკონტროლო რჩება და მალე ვირუსის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.

მისივე თქმით, ამ კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ გადაჭრის.

„მოდით, გარკვევით ვთქვათ, პანდემიაში პანაცეა არ არსებობს. ამ კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ გადაჭრის. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების მასიური გააქტიურება, განსაკუთრებით მომავალი 12 თვის განმავლობაში,“-აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, ვინაიდან „ვირუსი საზღვრებს არ ცნობს“, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და „გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ“ უნდა იქცეს.

იტვირთბა....