aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“ნავალნი მოწამლულია იქამდე, სანამ ის თავის ნომერს დატოვებდა” – ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ე.წ. “ნოვიჩოკიან” ბოთლზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმავიას “ინსტაგრამზე” ვრცელდება. ეს ბოთლი ტომსკის სასტუმროს ნომრიდანაა, სადაც თავად ნავალნი და მისი გადამღები ჯგუფი ჩერდებოდნენ.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, როდესაც ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა, მისი ჯგუფის ტომსკში დარჩენილმა ნაწილმა სასწრაფოდ ადვოკატი გამოიძახა და ნომერში ავიდა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ ბოთლზე იპოვა გერმანულმა ლაბორატორიამ “ნოვიჩოკის” კვალი.

“დაიწყეს ფიქსირება, აღწერა და შეფუთვა ყველაფრის, რაც იქ იპოვეს. მათ შორის ბოთლების სასტუმროს წყლით. შემდეგ კიდევ სამმა ლაბორატორიამ, რომლებმაც ალექსეისგან ანალიზები აიღო, დაადასტურა, რომ ნავალნი სწორედ ამით იყო მოწამლული. ახლა ჩვენ ვხვდებით: ეს იქამდე იყო გაკეთებული, სანამ ის თავის ნომერს დატოვებდა, რათა აეროპორტში გამგზავრებულიყო” – აღნიშნულია პოსტში.

იტვირთბა....