aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში – ადვოკატები ამბობენ, რომ იპოვეს გზა, საიდანაც თამარის მანქანა ტყეში მიიტანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

23 წლის დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, საკალმაზე “ალგეთიდან” ავტომობილი სოფელ მაწევანის წყეში მიიტანეს.

ადვოკატებმა გოლთეთისა და ალგეთის ტერიტორია დაათვალიერეს და იპოვეს ალტერნატიული გზა ფარულად მისასვლელაგ, სადაც მანქანა გაივლიდა.

ამ გზაზე არ დგას კამერები და არც ბევრი მაცხოვრებელია, რაც ადვოკატების თქმით, ვერსიას ამყარებს. მათივე განცხადებით, გზა რთული მისაგნებია.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....