ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიგა ტატიაშვილმა სასამართლოში 19 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე “მერსედესის” მძღოლი გიგა ტატიაშვილმა სასამართლოში 18 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გაიხსნება.

ადვოკატის ინფორმაციით, გიგა ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ბრალდებულ ნიკა ჟვანიას რკინის ხელკეტი ჰქონდა, თუმცა არ დაუნახავს, მან ხელკეტი გამოიყენა თუ არა.

“ტატიაშვილმა განმარტა, რომ აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თბილისში მალევე წავიდნენ და არ მოუკითხავთ დანარჩენი მეგობრები – ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი ვის გაყვნენ. შემდეგ, ირაკლი მუმლაძემ უთხრა მას, რომ თენგო ბარბაქაძეს მცხეთაში ავტომანქანა ჰყავდა დატოვებული და ამის გამო დაბრუნდნენ. შემდეგ გაიგო, რომ წამოსაყვანი იყო ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი. რაც შეეხება კონფლიქტს, მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ სცემეს. თქვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას ხელში რაღაც ხელკეტი ეჭირა. მანვე განაცხადა, რომ თბილისში წასვლა სურდა, რადგან აგარაკზე კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო და არ სურდა ის გაგრძელებულიყო. მას სურვილი გაუჩნდა, ეთქვა, რომ თითქოს, ახლო-მახლო პოლიცია იყო, რის შემდეგაც ყველანი მანქანაში ჩასხდნენ და თბილისში დაბრუნდნენ. ჟვანიას ხელში რკინის ხელკეტი, ნაჭერი რომ ეჭირა, ამას არ უარყოფს, მაგრამ ამ რკინის ნაჭრით ჟვანიამ ვინმე სცემაო, ასეთი რამ ტატიაშვილს არ უთქვამს. გიდასტურებთ, რომ ჩვენებაში ნამდვილად არის ეს ინფორმაცია, რომ ტატიაშვილი ამბობს, გიორგი ქათამაძეს ჩემ გარდა ყველა ურტყამდაო, მაგრამ სასამართლოში არ უთქვამს, ჩემ გარდა ყველა სცემდაო”, – განაცხადა გვიშიანმა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ტატიაშვილს  რკინის ხელკეტი მანქანაში არ ჰქონია და არც ის იცის, იქ საიდან აღმოჩნდა.

ადვოკატის განმარტებით, გიგა ტატიაშვილის ჩვენებით გამოირიცხა, რომ ძალადობის ორგანიზებას ჰქონდა ადგილი.

 

იტვირთბა....