“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ რაღაც შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.”
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ამის შესახებ მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მეზვრიშვვილი აცხადებს, შეზღუდვები ლოკალურად და წერტილოვნად მიმდინარეობს იქ, სადაც ამის საჭიროება არის.