ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ავტობუსების დაყოვნების დრო შემცირდება” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, უნდა შემცირდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაყოვნების დრო. კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში განხორციელდა, იმისთვის, რომ საცობების პრობლემა დაეძლიათ. ამის შესახებ მან დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ტრანსპორტის მოცდის დრო უნდა შეუმცირდეთ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს 40 წუთი ელოდება. მოცდის დრო უნდა დავიყვანოთ 7-10 წუთამდე, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება.

ჩვენი მიდგომაა, შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რომლებიც იქნება ყველაზე კომფორტული და სუფთა. რომლებიც პრობლემების გარეშე შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივიდეთ იმ კონკრეტულ ქუჩებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.

დღეს თბილისში 650 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს ქალაქის რელიეფისა და ქუჩებიდან გამომდინარე” – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....