პარტია “მოქალაქების” ლიდერმა, საბურთალოს ოლქის მაჟორიტატობის კანდიტატმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა.
როგორც ელისაშვილი განმარტავს, საარჩევნო კომისიამ მისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭება დააგვიანა, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ სარჩევნო ბანერზე მისი ტელეფონის ნომერი გამოექვეყნებინა.
ამასთან, ელისაშვილი მოქალაქეებს მიმართვას, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაშიო მას მომერზე დაურეკონ.
“გვინდა ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე ლაპარაკისთვის და არა რაღაც ყალბი სახეებით, სტუდიებში რომ გადაიღებენ ხოლმე. დამირეკეთ ამ ნომერზე, საბურთალოს პრობლემებზე, ამ ბანერით იმის თქმა მინდა, რომ არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ თავს არ დავზოგავ, ალეკო გისმენთ,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.