თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა უზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 196 შემთხვევიდან 144 დადასტურებული შემთხვევა აჭარას უკავშირდება.
უზუგბაიას განმარტებით, რადგან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, იმედოვნებს რომ რეგიონში სიტუაცია მალე დასატაბილურდება.
“კორონავირუსით ინფიცირებული 196 ადამიანიდან 144 აჭარას უკავშირდება. ვიმედოვნებ, რომ მომატებული შემთხვევების მიუხედავად რეგიუნში სიტუაცია დასტაბილურდება”. – მარინა უზუგბაია
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 31-ით გაიზარდა და 1 412-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.