„არც ერთი შეცდომა არ დაგვიფარავს და არ გვითქვამს, რომ უშეცდომოები, იდეალურები ვართ. იყო რაღაც შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას შეგვწევს იმის უნარი, რომ ეს შეცდომები დავინახოთ, გამოვასწოროთ და წინსვლა გავაგრძელოთ”.
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” სტუმრობისას განაცხადა. მინისტრი უცხოური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული გამოკითხვის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-56%-ია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე მინიმუმ 4-ჯერ მეტია.