„მიშისტი“, მიშას ამომრჩეველი უკვე სექტანტად გადაიქცა. ჩვენ ვუყურებთ, როგორ მცირდება მისი ამომრჩეველთა რაოდენობა და ყალიბდება საშიშ სექტად. ამ სექტის წარმომადგენლები იყვნენ იგივე მელია და სხვები, რომლებიც პარლამენტის აღებას ლამობდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი -საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არათუ ხელისუფლებაში, არამედ აქტიურ პოლიტიკაშიც ვერ დარჩება.