“ვირუსის გავრცელების მხრივ, ქვეყანაში სასურველი შედეგები არ ფიქსირდება, მაგრამ ეს მონაცემები საგანგაშო ნამდვილად არ არის. ეს მონაცემები მიანიშნებს, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ყველას ძალიან გაგვიჭირდება, ამიტომ ყველა ადამიანს ვთხოვ, დაიცვას რეგულაციები.”
მარინა ენდელაძე – ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი
როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამჟამად საქართველოში კარანტინი ვერ გამოცხადდება, რადგან ქვეყანა ამას ვეღარ გავუძლებს. მისი თქმით, ჩაკეტვას სჯობს, ჯარიმები გამკაცრდეს. “იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი აღარ იქნა და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი კორონავირუსით დაინფიცირდა, მაშინ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამ ეტაპზე კარანტინის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ახლა ჩვენი მოვალეობა არის ვირუსის შეკავება”, – განაცხადა ენდელაძემ.