ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობამ ვირუსის მარტვაზე კონტროლი დაკარგა. ამის შესახებ ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ისაუბრა.
ხუხაშვილის განმარტებით, ის წარმატება, რაც ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში მოიპოვა, შესაძლოა მმართველ გუნდს უკან ცუდად შემოუტრიალდეს.
“იქით მიდის საქმე, რომ ხელისუფლებამ ის პოზიტივი, რაც კორონავირუსის გამო მიიღო, შესაძლოა დაკარგოს და ცუდად შემოტრიალდეს. ვირუსთან დაკავშირებით იმდენად გაერთო ხელისუფლება თვითკმაყოფილებით და სადღეგრძელოები იძახა, ახლა აღარაფრის გაკეთება აღარ უნდა. მათ უნდა გაიგონ, რომ ის წარმატება იყო გუშინ და ხალხი ყველაფერს დღევანდელით ზომავს და ჯერჯერობით ხელისუფლება ამ პროცესების მართვაში სრულ უსუსურობას აჩვენებს,”- აცხადებს ხუხაშვილი.
ხუხაშვილის შეფასებით, მთავრობა ვირუსის მართვაში გადაწყვეტილებებს პოლიტიკური საკითხებიდან გამომდინარე იღებს და არა საზოგადოების ჯანმრთელობიდან გამომდინარე.
“დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ვიდრე ხელისუფლება საზოგადოებისა და მისი ჯანმრთელობის ინტერესებით მოქმედებდა, მანამდე ყველაფერს სწორად და კარგად აკეთებდა და ეფექტიც მიიღეს. ახლა როგორც კი პოლიტიკური თემა შემოვიდა წინასაარჩევნოდ, ხელიდან გაექცათ ყველაფერი და პოლიტიკამ ყველაფერი გააფუჭა. ეს ხელისუფლებას ძალიან ცუდად შესაძლოა შემოუტრიალდეს,”- აცხადებს ანალიტიკოსი.
ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლებისგან ისმის მხლოდ ის განცხადებები, რას არ აპირებენ, როცა ხალხს აინტერესებს, მიიღოს ინფორმაცია, რას აპირებენ და როგორ შეაჩერებენ ვირუსს.
“პანიკა საერთოდ ცუდი რამეა, პანიკის საფუძველი კი არ არსებობს, არსებობს იმის საფუძველი, რომ პროცესის “აგრესიული” მართვა დაიწყოს. რას არ აპირებენ, ის კი არ უნდა განაცხადონ, რას აპირებენ ის უნდა ვვითხრან. ეს ყველაფერი პოლიტიკური განცხადებებია. ხალხს ის კი არ აინტერესებს, რას არ აპირებენ, ხალხს აინტერესებს, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ვირუსი. ამაზე არაფერს არ ამბობენ და აქ უკვე დატრიალდა ცუდი პოლიტიკის სუნი,”-აღნიშნავსხუხაშვილი “მეტრონომთან.”
ამასთან, ხუხაშვილი კითხულობს, სად არის ის “სამი მუშტერერი”, საზოგადოებას თავი ქვეყნის გადამრჩენებლად რომ გააცნეს და რა გეგმები აქვთ ამ ვითარებაში.
თათია შაიშმელაშვილი