ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჩვენი სტატიები

“სად არის სამი მუშკეტერი, თვალებს რომ გვიბრიალებდა და ქვეყნის გადამრჩენებად რომ შემოგვასაღეს თავი?!”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ხელისუფლება პოლიტიკური გარემოებიდან იღებს გადაწყვეტილებებს, შედეგად კი ყველაფერი ხელიდან გაექცათ. ამის შესახებ ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ისაუბრა.

ხუხაშვილი კითხულობს, სად არის ის “სამი მუშტერერი”, საზოგადოებას თავი ქვეყნის გადამრჩენებლად რომ გააცნეს და რა გეგმები აქვთ ამ ვითარებაში.

“სად არის სამი მუშკეტერი, თვალებს რომ გვიბრიალებდა და მართავდა და ამაყი სახით მერე ქვეყნის გადამრჩენებად რომ შემოგვასაღეს თავი, სად არიან, ძალიან მაინტერესებს და რას ფიქრობენ და რას აპირებენ?!

მე ვფიქრობ, პირველი რაც დღემდე უნდა გაკეთებულიყო, ეს არის მოსახლეობაში რეალური საფრთხის აღქმის დაბრუნება. ადამიანები ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ პრობლემას,”- აცხადებს ხუხაშვილი.

ანალიტიკოზი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს, რათა სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს.

ამასთან, ხუხაშვილი ინტერესდება, როგორ აპირებენ ვირუსის მართვას მას შემდეგ, როცა ჯანდაცვის სისტემა რესურს ბოლომე ამოწურავს.

“გარდა ამისა, შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს. არ ვამბობ ამას კომენტანდის საათზე. მაგრამ შეზღუდვების გამკაცრება არის ობიექტურად აუცილებელი. თვითონვე აღიარებენ, რომ ვითარება უკვე ხელიდან გაექცათ. აჭარაში განსაკუთრებით რთული სიტუაცია ჩამოყალიბდა.

რას აპირებენ, ერთი ძალიან მაინტერესებს რა. რომ გადახურდება ეს ჯანდაცვის სისტემა, მერე რას აპირებენ. ჯანდაცვის სისტემა არჩევნებამდე რომ გადახურდეს, ვერ ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში არჩევნებს წააგებენ? დიდი ბოდიში რა, არჩევნების გადადება ასე არ ხდება. მათ არჩევნების გადადების არგუმენტი აქვთ სუსტი. თუ ამ სიტუაციაში გადადებენ, როცა არ უნდა ჩატარდეს, მაშინ წააგებენ არჩევებს, რა მნიშვნეობა აქვს,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების მიუხედავად არჩევნების გადადების საჭიროებას ვერ ხედავს. მისივე მოსაზრებით, არჩევნების დღეს სრულიად შესაძლებელია, დაცული იყოს ის რეგულაციები, რისი შესრულებაც მოქალაქეებს ყოველდღიურობაში უწევთ.

თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....