მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ საქმიდან ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები ამოღებული იქნას, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება. დაცვის მხარე მიზეზად მომწეების შეცვლილ ჩვენებებს ასახელებს.
ამასთან, ბრალდების მხარე დაცვის მხარის ნუსხიდან იმ მტკიცებულებების ამორიცხვას ითხოვს, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არაა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.