ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ მარტში 1000 ტესტირებას აკეთებდით დღეს რატომ აკეთებთ 10 ათასს, არჩევნების წინ პანიკაა საჭირო?” – ჟორჟოლიანი მთავრობას

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის თემასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას მიმართავს.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“1. თუ ბიზნესმენებს აქვთ უფლება ტესტებით გარეთ ყოფნის, რატომ ეუბნებით იგივე მოთხოვნაზე უარს ემიგრანტებს. თან, ისინიც ამბობენ რომ საკუთარი სახსრებით გააკეთებენ ამას.

2. თბილისში მცხოვრები ადამიანები რატომ მიგყავთ რეგიონებში და პირიქით. საჭმლის და თეთრეულის მიმწოდებელი არ ჰყავთ ადამიანებს.

3. ბათუმში რომ მეოთხე დღეა შიმშილობს მოქალაქე, რატომ არ ნახულობს არავინ? გუშინ ფანჯრიდან გადმოხტომა სცადა!

4. თუ მარტში 1000 ტესტირებას აკეთებდით დღეს რატომ აკეთებთ 10. ათასს? ზამთარში გჭირდებოდათ დაბალი სტატისტიკა და არჩევნების წინ პანიკაა საჭირო?

5. ნახეთ თუ არა კვლევა, სადაც მოსახლეობის 80% ფიქრობს რომ კორონა მთავარი თემა არაა?!”, – წერს ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....