ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იყო ნაცარი და დამწვარი შეშა… კარგი ადგილია შავბნელი საქმეებისთვის ” – ბაჩალიაშვილის დედა

“ვილა ალგეთში” სამართალმდაცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე, სადაც სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, საგამოძიებო უწყებების წარმოამდგენლებმა ყვითელი ლენტი გაავლეს. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, საკალმახის ტერიტორიას „შავი ყვავის“ სახელით იხსენიებენ.

ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის პროგრამისტის ოჯახი წევრები და ადვოკატი. 23 წლის ახალგაზრდა ქალის დედი, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს საეჭვო გარემოებები.

„კარგი ადგილია შავბნელი საქმეებისთვის. მე არ ვამტკიცებ, რომ იქ მოხდა ჩემი შვილის მკვლელობა, მაგრამ არც გამოვრიცხავ – კავშირშია ამ ყველაფერთან. საკალმახეში იყო გადაკრული ლოგინი, რატომ არ უნდა აალაგო 4 წლის მანძილზე, როცა არ ფუნქციონირებს. იყო ნაცარი და დამწვარი შეშა. როგორი მსხვილი ბუზებიც იყვნენ ჩემი შვილის მანქანაში, იქაც ისეთივეები დაფრინავდნენ“ – ამბობს თამაზაშვილი.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

იტვირთბა....