ზუგდიდში, ჩარგაზიას ქუჩაზე ორსართულიანი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა. მისი თქმით, მერია დაზარალებულ ოჯახს ფულად დახმარებას გაუწევს.