“ვერ იფიქრებ, რომ იქ შესაძლოა ვილა იდგას, ისეთი მიყრუებული ადგილია და იდეალური ადგილია შავბნელი საქმეების შესასრულებლად. არ გამოვრიცხავ, რომ კაპანაძე კავსირშია ამ ყველაფერთან.”
თეონა ტამაზაშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაციაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი იმ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.