ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი ნივთმტკიცება ბაჩალიაშვილის საქმეში – მიხეილ რამიშვილის განცხადება

ახალი ნივთმტკიცება ბაჩალიაშვილის საქმეში – არსებული ინფორმაციით, დაღუპული 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს, “ვილა ალგეთის” ტერიტორიის შესწავლისას, ხელში ჩაუვარდა ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთმტკიცება, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა მტკიცებულებაზეა საუბარი.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც საქმეს ვაკეთებთ. საქმისთვის კარგი რაღაც უნდა გაკეთდეს, – ამბობს რამიშვილი.

ცნობისთვის, თითქმის 4 საათია, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებიან. მოგვიანებით, ისინი “ალგეთის” ტერიტორიაზე გაემართებიან, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაციაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი იმ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....