ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება

“უცნობი” ახალ ტელევიზიას ხსნის

მედიაჰოლდინგი „უცნობი“, რომლის ნაწილიც ცნობილი ბრენდი „რადიო უცნობია“, 14 სექტემბრიდან მაყურებელს ახალ სატელევიზიო პროდუქტს „ქართულ არხზე“ წარუდგენს.

„ახალი პროექტი მაყურებელს ახალი ამბების განსხვავებულ ფორმატს შესთავაზებს, რომელიც ეთერში ყოველ ორ საათში ერთხელ გავა. ახალი პროექტით ასევე დაგეგმილია გია გაჩეჩილაძის (უცნობი) საავტორო გადაცემა „კიდობანი“.

მედიაჰოლდინგ „უცნობის“ გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ჰოლდინგის მიზანია, ქართველი მაყურებლისთვის მიუკერძოებელი, პარტიული ინტერესებისგან დაცლილი საინფორმაციო პროდუქციის და მაღალი ხარისხის გასართობი და შემეცნებითი გადაცემების შეთავაზება, რომლითაც „ქართული არხის“ ეთერი ეტაპობრივად დაიტვირთება“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....