ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სიის მე-9 ნომერია

ჯემალ სეფიაშვილის შვილი, მომღერალი ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სიის მე-9 ნომერია. ის პარტიის ლიდერებმა დღეს წარადგინეს.

“პატრიოტთა ალიანსის” სიის სათავეში ირმა ინაშვილია. სიაში ასევე არიან გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე, ნანა დევდარიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და მერაბ ჭიქაშვილი.

13 სექტემბერს ქუთაისში “პატრიოტთა ალიანსის” სიის წარდგენაზე ხმაური იყო. აქტივისტებმა პარტიის წევრებს “რუსული ბორში” დაურიგეს და ქუთაისში მათი ყოფნა გააპროტესტეს.

იტვირთბა....