ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განახორციელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განახორციელეს.

უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ცხელი ხაზი” გაააქტიურა. ასევე, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთოების სამსხურმა უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

„მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....