ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი” – თენგიზ ცერცვაძე

“თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი”. – ამის შესახებ ინფექციური საავდმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, დღეში ერთეული შემთხვევების დაფიქსირებით, ხალხმა ირწმუნა, რომ კორონავირუსის ინფიცირების საფრთხე შემცირდა.

“განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, ერთეული შემთხვევები რომ ფიქსირდებოდა დღიურად. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაირა და რეგულაციებს არ ასრულებდა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები.

„მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს რეგულაციები, ეს არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება და ხელების ჰიგიენა. მინდა ყველამ გაითავისოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქამდე ყველა ქვეყანაზე უკეთესად გაუმკლავდა COVID-19-ის ინფექციას, საფრთხე არ არის ჩავლილი და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....