ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომლებიც პედაგოგების კონტაქტები არიან

ქუთაისში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 შემთხვევა დადასტურდა. ყველა დადასტურებული შემთხვევა ქუთაისის 32-ე სკოლის პედაგოგების კონტაქტებია.

გუბერნატორის ინფორმაციით, ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერში სულ 40 ინფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ კარვებში მოსახლების მასობრივი ტესტირება გრძელდება.

შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....