ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 273 ტესტის შედეგად, 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დადასტურებული, 165 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....