ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა – განახლებული მონაცემები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში​ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიის განცხადებით, ეპიდემიოლოგები სამივე ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

„ამ დროისათვის ოზურგეთში კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ეს დღეს მეოთხე შემთხვევაა. ინფიცირების წყარო ცნობილია. ეპიდემიოლოგები იკვლევენ კონტაქტებს. ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები და ხვალ მოხდება მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკებში მოხდება“ – განაცხადა მან.

ცნობისათვის, დღეს კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....