ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

ქუთაისში “სკოლის” კლასტერი გაიზარდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მისივე თქმით, პაციენტები 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.

ამასთან ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში ტესტირება გრძელდება. დღის მანძილზე მედიკოსებმა ტესტი 300-ზე მეტ პირს გაუკეთეს.

ცნობისათვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
იტვირთბა....